Sunday, February 16, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე

          გავაკეთეთ  ჩვენი გამზადებული  პროექტების  პრეზენტაცია.  შევაფასეთ
  ტრენინგი..   ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემი ცოდნა  საგრძნობლად  გაიზარდა
ტექნოლოგიებში.  დიდი   მადლობა  ქალბატონო ლალი. თქვენ   ხართ   ჩემი
 გზამკვლევი ინტერნეტ სივრცეში.

Saturday, February 15, 2014

ტრენინგის მერვე დღე

დღეს  თავიდან ბოლომდე  გავაკეთეთ  პროექტის  პრეზენტაცია.  ჩეკლისტის საშუალებით მოვაწესრიგეთ  პორტფოლიო.და ავტვირთეთ ბლოგზე

Wednesday, February 12, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე


    

    გავიარეთ მეხუთე მოდულის ძირითადი საკითხები. პასუხი გავეცით კითხვებს:

        .    როგორ ვაფასებ მოსწავლეთა პროგრესს?
  •   როგორ უზრუნველვყოფ მოსწავლეთა ჩართულობას შეფასების პროცესში?
გავაკეთეთ  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და ავტვირთეთ  ბლოგზე. ბროშურა დავანაწევრეთ სურათებად და ავტვირთეთ ბლოგზე.  განვიხილეთ შეფასების  რუბრიკები. 

Sunday, February 9, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

ჩემი ცოდნა  საგრძნობლად  გაიზარდა.  ვისწავლე ფაილების ატვირთვა  და  გამოქვეყნება. Google- drive- ში. გადათვალიერების რეჟიმში და  კორექტირების
 რეჟიმში.  ახლა უკვე შემძლია  ავტვირთო  ჩემი პრეზენტაციები.  მადლობა  ქალბატონო ლალი  დიდი  მოთმინებისათვის,  რასაც  ჩვენს მიმართ იჩენთ.

მოსწავლის პრეზენტაცია

პორტფოლიოს პრეზენტაცია

     

Saturday, February 8, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

   დღე ძალიან დატვირთული იყო.  მთლიანად გავიარეთ  მესამე  მოდული. განვიხილეთ პრეზენტაცია  ,,საავტორო  უფლებების ქაოსი." პოვერ პოინტში
 გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.  მოვიძიეთ მასალები პრეზენტაცი-
ისათვის  და ჩამოვტვირთეთ  ჩვენს  რესურსებში. ვისწავლეთ ბლოგში გვერ-
დების დამატება. გავაკეთეთ რეფლექსია.

Sunday, February 2, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე. შემდეგ   დავაკომენტარეთ ერთმანეთის ნამუშევრები.  რის შემდეგაც სათითაოდ ყველა  მსმენელის  მიმართულების მიმცემი  კითხვები  განვიხილეთ და მივეცით ზეპირი რჩევები.  ამის შემდეგ  ვისაუბრეთ შეფასების სტრატეგიებზე.   შეფასების  სქემებზე.  ვავსებთ  პროექტის  გეგმას.   ყველაფერი  ძალიან საინტერესოა.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

               


         
ზოგადი   კითხვა:


             მართლა   ვცოტავდებით  ქართველები?

თემატური   კითხვები:


             1. რამდენ  შვილს  აჩენენ  უფრო   ხშირად  ქართული  ოჯახები?

             2.   რა ასაკის  ადამიანები   სჭარბობს  ქართულ ოჯახებში?

             3.  როგორია  ბუნებრივი   მატება   ჩვენს  ქალაქში?


შინაარსობრივი   კითხვები:


            1  რას  უდრის  ჩვენი  მოპოვებული  მონაცემების  მოდა,   მედიანა,  საშუალო.

            2  როგორ  გამოვთვალოთ   მოცემული  ფარდობითი სიხშირის  შესაბამისი  ცენტრალური   კუთხე?

           3. როგორ   ავაგოთ  წრიული   დიაგრამა?

 

Saturday, February 1, 2014

ტრენინგის III დღე

დავიწყეთ  პროექტის გეგმაზე  მუშაობა. გავეცანით მიმართულების მიმცემ კითხვებს.,საკვანძო კითხვებს, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს. ჩვენი პროექტის ფარგლებში  დავსვით კითხვები.  განვსაზღვრვრეთ მიზნები და ამოცანები.

Sunday, January 26, 2014

ტრენინგის II დღე

დღემ  ძალიან  ნაყოფიერად  ჩაიარა.  ვისწავლეთ  ბლოგში  არსებულ ტექსტში რედაქტირება. ბლოგის  ფონის  შეცვლა.  სათაურის შეცვლა.  მოვისმინეთ ერთმანე-
თის  იდეები   პროექტებთან  დაკავშირებით.  ვიმუშავეთ ბროშურის შექმნაზე.


 ბ რ ო შ უ რ ა




 

Saturday, January 25, 2014

              დღეს  დავიწყე  ინტელის  ტრენინგი.  განვიხილეთ საორგანიზაციო საკითხები. გავიცანით ერთმანეთი.  გავეცანით სამუშაო  გეგმას. შევქმენით ბლოგი.  მომავალში შევისწავლით  როგორ შევქმნათ  ტექნოლოგიებით გამდიდრებული  პროექტები.